|
2016-08-07 19:48:18, 2732 ნახვა
სპორტი
თინა ხიდაშელი: ქვეყნის დეოკუპაცია კვლავაც მთავარ ამოცანად რჩება
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი აგვისტოს ომის მე-8 წლისთავს თავდაცვის ეხმაურება: „2008 წლის 8 აგვისტოს გამოძახილი უნდა იყოს 2016 წლის 8 ოქტომბერი. ერთად, ერთ მუშტად, ერთიან ორგანიზმად ქცეული ქართული სახელმწიფო, რომელიც სწორედ საარჩევნო ყუთებთან ეტყვის არას უკუპაციას, რუსულ პროპაგანდას, აქა იქ გამოჩენილ საბჭოთა ნოსტალგიას, რუსულ ტანკებს და 37 მანეთიან ბილეთს მოსკოვში. აგვისტოს ომის წლისთავზე, 8 წლის შემდეგ, ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მრავლობითი დანაშაულისთვის კვლავაც არავინ დასჯილა. ჩემთვის, როგორც დედისთვის, ვისთვისაც მშვიდობა ერთადერთი გარანტიაა მისი და სხვისი შვილების უსაფრთხო და ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად; სამოქალაქო აქტივისთვის, ვინც ჯერ კიდევ 2009 წელს თავიდან ბოლომდე, ეთნოწმენდიდან მკვლელობამდე, ყოველი სახლის გადაწვიდან მოსახლეობის მასობრივ დევნამდე, შევისწავლე აგვისტოს ომი; საქართველოს მოქალაქისთვის, ვისაც არავითარი ორჭოფული აზრები არ აქვს, ამ ომში ჯალათის და მსხვერპლის იდენტიფიცირებისთვის; პოლიტიკოსისთვის, ვინც მთელი მისი კარიერის მანძილზე თავდაუზოგავად შრომობს საქართველოს ნატოში, შესაბამისად უსაფრთხოების ერთადერთ ხელშესახებ, ძლიერ ალიანსში წევრობისთვის; ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის, ვისი მთავარი მისიაც სწორედ მშვიდობისთვის ბრძოლა, მშვიდობის უზრუნველყოფა და ძლიერი, პროფესიული, უნარიანი შეიარაღებული ძალებია; ქვეყნის დეოკუპაცია და 2008 წელს, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო პასუხისმგებელ პირთა დასჯა, კვლავაც მთავარ ამოცანად რჩება. 2009 წელს დავწერე: "საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე ტერიტორიით და მცირე მოსახლეობით, შიდა ქართლი კი დედამიწის კიდევ უფრო პატარა წერტილი. თუკი ტრაგედია და დანაშაულის სიმძიმე მსხვერპლის რაოდენობით იზომება, ჩვენი ტრაგედიის მასშტაბი, რაოდენ სასტიკიც უნდა ყოფილიყო, ვერ გაუტოლდება გენოციდს რუანდაში, ეთნიკურ წმენდას ყოფილ იუგოსლავიაში, დარფურისა და კამბოჯის ტრაგედიებს. მაგრამ ტერიტორიისა და მოსახლეობის სიმცირით შეუძლებელი და უსამართლოა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ლეგიტიმაცია. თუ დანაშაული ჩადენილია, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, დანაშაულის ხასიათის და არა მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით. საერთაშორისო სამართალი და დემოკრატიული დაცვის მექანიზმები თანაბრად უნდა მოქმედებდეს ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა სიდიდის ან გავლენისაა სახელმწიფო, ან რამდენი დღე გრძელდებოდა ომი. მსოფლიო წესრიგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ორმაგი სტანდარტით მოქმედება კაცობრიობას საბოლოოდ გაცილებით მძიმე შედეგებამდე მიიყვანს, ვიდრე ათიათასობით უფლებააყრილი ქართველი დევნილისათვის საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და უფლებების აღდგენის შესაძლებლობის წართმევაა." სამწუხაროდ, მას შემდეგ უკრაინა მოხდა და პასუხი დღემდე გაცემული არ არის",-აღნიშნავს თინა ხიდაშელი.
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)