|
2016-08-07 14:28:36, 680 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა სრულიად საქართველოს ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავი მიულოცა
ქართული ხუროთმოძღვრების შედევრის ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა–ლოცვას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. პატრიარქმა ქართველ ერს წმინდა ტაძრის 1000 წლისთავი მიულოცა. "მოხარული ვართ, რომ ამ ისტორიულ დღეს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მივესალმები მას. გისურვებთ ის გეგმები, კეთილი ზრახვები, რაც დასახული გაქვთ, წმინდა ნიკოლოზის ლოცვით შესრულდეს. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!"- განაცხადა ილია მეორემ. ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავი მიულოცა სრულიად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. "მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ამ უდიდესი ტაძრის, მართლაც ყველა ჩვენგანის სიმაყის, ნიკორწმინდის 1000 წლისთავი. ეს საქართველოში მართლაც ძლიერების სიმბოლოა, გამორჩეული არქიტექტურით, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში. მინდა, რაჭას და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღესასწაული და ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და უკეთესი ხვალინდელი დღე!"- აღნიშნა პრემიერმა. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, სოფელ ნიკორწმინდაში სარეაბილიტაციო სამუშაობს იწყებს. სამუშაოები მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის-ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და გზის რეაბილიტაციას. ასევე გათვალისწინებულია: ცენტრალური მოედნისა და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობის რეაბილიტაცია და ჭიშკრების მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა, სუვენირების მაღაზიის მშენებლობა, მაღაზიების ფასადების რეკონსტრუქცია და პარკინგის მშენებლობა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)