|
2016-08-07 10:52:02, 741 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია კანოისა და კაიაკის შესარჩევ ტურნირზე, დაშავებული სამხედროების საგულშემატკივროდ მივიდა
გლდანში „თეთრ ტბაზე“ კანოისა და კაიაკის ფედერაციის ორგანიზებით 500 და 200 მეტრიან დისტანციებზე რეგიონალური შეჯიბრება გაიმართა კანოისა და კაიაკში. სპორტულ შეჯიბრებაში, ფედერაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ჯარისკაცებმა, უმცროსმა სერჟანტმა ჯონი თოფურიამ და კაპრალმა თენგიზ დიასამიძემ. მათ საგულშემატკივროდ გლდანის ტბაზე თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია მივიდა. სერჟანტი თოფურია და კაპრალი დიასამიძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში არიან დაშავებულნი და დღემდე სამკურნალო შვებულებაში იმყოფებიან. „ჯონის და თენგოს სრულიად შემთხვევით შევხვდი სამინისტროს ეზოში. მათ მთხოვეს მოვსულიყავი აქ და მათი სპორტული შესაძლებლობები მენახა. ეს ბიჭები არიან ჩვენი გმირები. ბიჭებმა იომეს საერთაშორისო მისიებში, ვალი მოიხადეს სამშობლოს წინაშე და მაგალითები არიან ჩვენთვის იმიტომ, რომ სულიერად არ დაცემულან. ისინი აგრძელებენ მტკიცედ ქვეყნის სამსახურში დგომას. დღესაც ამ სპორტულ შეჯიბრში თავიანთი წარმატებების ჩვენება სურთ. მე წარმატებას ვუსურვებ მათ და ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები, ისევე როგორც დღეს“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)