|
2016-08-07 10:49:36, 743 ნახვა
საზოგადოება
6–7 აგვისტოს რაჭაში ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე აღინიშნება
6–7 აგვისტოს რაჭაში ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე აღინიშნება. იუბილესთან დაკავშირებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. დღეს 10:00 სთ–ზე ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვას აღავლენს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, 14 სთ–ზე მოხდება ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა, 18 სთ–ზე გაიმართება რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია, 19:00 სთ–ზე კი საზეიმო ღონისძიებები დასრულდება გალა კონცერტით ქ. ამბროლაურში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, თეონა დვალი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე , თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, ანზორ ხიდაშელი , გიორგი ცაგარელი და ანსამბლი „შვიდკაცა“. გალა-კონცერტი გაიმართება “Check in Georgia”–ს ფარგლებში. შესრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი საოპერო არიები და ქართველ ლეგენდარულ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოსა და ნიკორწმინდის ეპარქიის ორგანიზებით და რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქ. ამბროლაურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)