|
2015-01-09 16:26:13, 1148 ნახვა
საზოგადოება
მინდია ჯანელიძემ საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. თავდაცვის მინისტრმა ტერორისტული აქტი დაგმო და ფრანგ ხალხს, დაღუპულების ოჯახის წევრებსა და საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას მიუსამძიმრა. ჯანელიძემ ასევე, მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფრანგი ხალხის, დაღუპულთა ოჯახებისა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიმართ. თქვენს გვერდით ვდგავარ, ვიზიარებ თქვენს ტკივილს“, - ნათქვამია მინდია ჯანელიძის სამძიმრის წერილში. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hedbo-ზე განხორციელებული თავდასხმის დროს, 12 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)