|
2016-08-05 16:57:09, 669 ნახვა
საზოგადოება
დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის, შვეიცარიის კონფედერაციის თანამშრომლობის ოფისის (SDC), ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID/REAP;USAID/ZRDA), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO), სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდის (IFAD), ჩეხეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ღირებულებათა ჯაჭვის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ძირითადი დონორი ორგანიზაციების და ამ დონორების მიერ დაფინანსებული პარტნიორების საქმიანობის პროგრესით დაინტერესდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ სამუშაო ჯგუფის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და აღნიშნა, რომ მთავრობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობით მიღებული შედეგები გაცილებით ეფექტიანია. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა სისტემური, საჭიროებებზე დაფუძნებული იქნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)