23:14 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 11:56:36, 630 ნახვა

საზოგადოება
400-მდე დევნილი ოჯახი ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს მიიღებს

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ  და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისში, შმიდტისა და ერისთავის ქუჩებზე მენაშენეების პროექტის ფარგლებში,  ახალაშენებულ კორპუსებში  შესყიდული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ერისთავის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართით 43 ოჯახი დაკმაყოფილდება.  

უწყების ინფორმაციით,  შმიდტის ქუჩაზე კი  დევნილ ოჯახებს 180 ბინა გადაეცემათ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მენაშენეებისგან, კონკურსის საფუძველზე, ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში  ჯამში 263 ბინა შეისყიდა.  

 მენაშენეების პროექტის პარალელურად,  ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 2 000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 2 კორპუსი შენდება,  სადაც 2016 წლის ბოლომდე ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. 

 სოზარ სუბარმა შერვაშიძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა მოინახულა. 

(NS)  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics