|
2016-08-05 11:25:26, 691 ნახვა
საზოგადოება
გალტ ენდ თაგარტმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ობლიგაციები განათავსა
სს გალტ ენდ თაგარტმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) 60 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციების ვადა 5 წელია და განთავსება მცურავი განაკვეთით მოხდა, საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი (91-დღიანი) სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთში. განთავსების ერთადერთი აგენტი გალტ ენდ თაგარტია. „მოხარული ვარ აღვნიშნო გალტ ენდ თაგარტ -ის როლი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ობლიგაციის წარმატებით გამოშვებაში. გალტ ენდ თაგარტი უკვე არის ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ასევე მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ კაპიტალის მოზიდვის დამატებით წყაროებს. აღსანიშნავია, რომ წელს საერთაშორისო ფინანსურები ინსტიტუტების ობლიგაციები გალტ ენდ თაგარტის მიერ მესამედ განთავსდა, გამოშვებული ობლიგაციების ჯამური მოცულობა კი 231 მილიონი ლარია“,-აღნიშმნა „გალტ ენდ თაგარტ“ -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძემ. (R)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)