|
2016-08-05 10:59:23, 690 ნახვა
საზოგადოება
სამგორში, ნასაგურის დასახლებაში გზების მოასფალტება დასრულდა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრტიონთან ერთად თბილისს შემოერთებულ სოფელ ნასაგურში დასრულებული საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. “სოფელ ნასაგურში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები შევასრულეთ, გაკეთდა 10 შიდა ქუჩა, ბავშვებისთვის მოეწყო სათამაშო მოედანი, იწმინდება სანიაღვრე სისტემა, მიმდინარეობს ხეების სხვლა-ფორმირება და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იმისათვის, რომ დასახლება კიდევ უფრო მეტად მოწესრიგდეს. ნასაგურის დასახლებაში ცხოვრება ადგილობრივთათვის ახლა გაცილებით კომფორტულია და გაუმჯობესებულია საცხოვრებელი პირობები,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. სამგორის რაიონის გამგეობის მიერ, სოფელ ნასაგურში განხორციელდა შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულდა ნაძვის ქუჩის, გურამ რჩეულიშვილის, ივანე მაჩაბლის, სამგორის ქუჩის, სააკაძის, ხეივნის ქუჩის და ხეივნის ქუჩის I და II ჩიხების, ეკლესიის გზისა და ნაძვების ქუჩის რეაბილიტაცია. ნასაგურის ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს. საერთო ჯამში, დაიგო 16808 კვ. მეტრი ასფალტის საფარი, რომლის ღირებულებამაც 785 07217 ლარი შეადგინა. ნასაგურის ტერიტორიაზე, ასევე, შეიღება გარე-განათების ბოძები, შეკეთდა სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზა და გადაიბელა ხეები.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)