|
2016-08-04 18:42:15, 983 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია განხორციელდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ლევან იზორიამ პრიორიტეტებსა და მიზნებზე ისაუბრა და მათ საკუთარი მოადგილეებიც წარუდგინა. მინისტრის განცხადებით, უწყებაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა წესრიგს, დისციპლინასა და რეფორმას. ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად კი რეორგანიზაცია განხორციელდება და ოპტიმიზაციის დროს უპირატესობა მაღალკვალიფიციურ კადრებს მიენიჭება. ლევან იზორიამ თანამშრომლებთან თავდაცვის სამინისტროს ახალი სტრატეგიის მომზადების საკითხზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე გაამახვილა. „ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელს შევხვდი. მთავარი გზავნილი, რომელიც მათ მივაწოდე არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ერთი დიდი ოჯახის წარმომადგენლები, ოჯახისა, რომელიც ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას, მისი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. შესაბამისად, ატმოსფერო უნდა იყოს, სწორედ, მეგობრული, პატივისცემის, ურთიერთგაგების. ერთად უნდა შევიმუშაოთ იმ რეფორმების და მომავალი სტრატეგიის გეგმები, რომელიც ჩვენს უწყებას უფრო თავსებადს გახდის ნატოს სტანდარტებთან. დღეს მქონდა შესაძლებლობა, უცხოელი კოლეგებისთვის გამეზიარებინა გეგმები. მაქსიმალურად დიდი მზაობაა, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენს პროფესიონალ ჯარისკაცებთან ერთად შემუშავდეს ახალი სტრატეგია. ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ ჯარისკაცს გავაცნობთ ამ სტრატეგიას. მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენთვის ნატოში ინტეგრაციის პროცესი იყოს საკუთარი ეროვნული თვითრეალიზების პროცესი, რომელშიც თითოეული ჯარისკაცია ჩართული, გააზრებული აქვს მისია, მიზნები და ახორციელებს საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრის გზავნილებს დადებითად აფასებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. „კარგია, რომ პირველივე შეხვედრაზე გაჟღერდა ის მიმართულებები და მიზნები, რომელიც უნდა დავისახოთ შემდგომ საქმიანობაში. ასევე მისასალმებელია მინისტრის მიდგომა ერთიანი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით. ეს აუცილებელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალ მინისტრთან ერთად საკმაოდ დიდ წარმატებებს მივაღწევთ“,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძე. თავდაცვის მინისტრი დეპარტამენტების ცალკეულ ხელმძღვანელებთან შეხვედრებს ახლო მომავალში კვლავ გეგმავს.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)