|
2016-08-04 16:06:05, 777 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში არსებულ 36 ეზოში გზის საფარი დაიგო
ჩუღურეთის რაიონში შიდა კვარტალური გზებისა და ეზოების მოასფალტება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. „სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეზოებში ჯერ მიწისქვეშა კომუნიკაციები წესრიგდება, შემდეგ კი ასფალტის საფარი იგება. მიმდინარე წელს ასფალტის საფარი 36 ეზოში დავაგეთ, წლის ბოლომდე სამუშაოებს დამატებით 44 მისამართზე განვახორციელებთ. ამ ეტაპზე უკვე დასრულდა სხვადასხვა სახის სამუშაოები ამ კონკრეტულ მისამართებზე. კერძოდ, წინამძღვრიშვილის #50-ში მდებარე სახლს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, ხოლო, მეუნარგიას #58-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ მოედანს - რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში კი სახლის სახურავის შეცვლაც იგეგმება“, - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)