22:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 15:22:35, 683 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ბარაკ ობამას დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას დაბადების დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ,მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ თქვენი იუბილე.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატები პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის, კეთილდღეობისა და მნიშვნელოვანი განვითარების მოწმე გახდა. მოხარული ვარ, რომ დღესდღეისობით, ჩვენ ვხედავთ ძლიერ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც საერთაშორისო არენაზე მართებული ადგილი უკავია. ვითვალისწინებ რა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, დარწმუნებული ვარ,  რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ისტორიული მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის. ვსარგებლობ რა ამ შესაძლებლობით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი როგორც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული განვითარების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა, და საქართველოს ევროპული და ეროატლანტიკური მისწრაფების თვალსაზრისით გამოხატული მხარდაჭერისათვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენი ბედნიერების, ჯანმრთელობისა და თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატებისათვის, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის  ოფიციალურ წერილში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics