|
2016-08-04 15:09:16, 1042 ნახვა
რეგიონი
ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ახალი სერვისები ამოქმედდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტორებს ცენტრებში ადგილობრივი წარმოების ტურისტული პროდუქტებისა და სუვენირების, მათ შორის ქედაში წარმოებული მურაბების, სიგარის, მარადიდის, პეტრას ჩაის, ბოტანიკური ბაღის თაფლისა და მაჭახელას თოფის სუვენირების შეძენა შეეძლებათ. გარდა ამისა, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სტუმრებს განახლებულ რუკებსა და გზამკვლევებთან ერთად ქალაქის ტრანსპორტის რუკასაც სთავაზობს, რაც ტურისტებს ქალაქში გადაადგილებას გაუმარტივებს. მათივე ინფორმაციით, ფასდაკლებების ბარათი განახლდა „Batumi Card” -იც, რომელშიც 40-მდე ტურისტულ ობიექტზე 10%-დან 33%-მდე ფასდაკლებებია შეყვანილი. შემდეგი კვირიდან კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტებს მაჭახელას ტურისტული პაკეტს შესთავაზებს. საინფორმაციო ცენტრებიდან კვირაში ერთხელ დაინიშნება სპეციალური ტური მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მაჭახელას ხეობის პოპულარიზაციას. ტურის რელიაზაციაში ჩართვა სპეციალური პირობებით ტურისტულ სააგენტოებსაც შეეძლებათ. საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. მიმდინარე წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110 % -ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, რაც 17 221 ადამიანს გულისხმობს. ცენტრების მომსახურებით განსაკუთრებით რუსი, პოლონელი, უკრაინელი და ებრაელი ტურისტები სარგებლობენ. ისინი ძირითადათ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებით ინტერესდებიან. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში სულ 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ბათუმი ცენტრალის შენობაში შეემატება. საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორებს კონკრეტული მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაციის, ბროშურებისა და რუკების მიღების გარდა ტურების შეძენაც შეუძლიათ. ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 577 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. (NS)
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)