|
2016-08-04 15:00:57, 1501 ნახვა
სხვადასხვა
დღეიდან ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქების მონიტორინგს იწყებს
„საწყის ეტაპზე ისევე როგორც ადრე შსს-თან ერთად განხორციელდება მონიტორინგი“,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აფთიაქების მონიტორინგი 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. „შსს-სთან ერთად, ისევე როგორც ადრე განხორციელდება მონიტორინგი 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში. მორიგეობა იქნება, გარდა გეგმიური შემოწმებისა, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი იმუშავებს. 1505-ზე შემოსულ შეტყობინებაზე, აფთიაქებში, სადაც ადგილი ექნება მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემას, დაუყოვნებლივ გავა მონიტორინგის ბრიგადები და მოახდენს რეაგირებას. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე სანამდეც საჭირო იქნება“,-განაცხადა სერგეენკომ. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, გამოიკვეთა არაკეთილსინდისიერი აფთიაქები, რომლებიც რეგულირებას იყენებდნენ იმისთვის, რომ გარკვეული ხეირი მიეღოთ. „მედიკამენტები, რომლებიც ცალსახად არ შეიძლება რეცეპტის გარეშე გაიყიდოს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ყიდიდნენ. მიუხედავად ამ გადადგმული ნაბიჯებისა და რეფორმებისა ამ სფეროში მართლაც ყურადსაღები ვითარებაა. რამდენიმე ცვლილება შეგვიძლია დავაჯგუფოთ ორ ნაწილად. პირველი: ჩვენ არ ვამკაცრებთ კანონს, ჩვენ ვახდენთ დაზუსტებას სანოტარო პირობებში, სადაც გაწერილი იქნება ფარმაცევტის პასუხისმგებლობები და შესაბამისად, შევქმენით ინსტრუმენტი, რომ ფარმაცევტს პასუხისმგებლობა დაეკისროს. თუკი ისინი არაჯეროვნად შეასრულებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას. იგივე ლოგიკა ვრცელდება ნებისმიერ სპეციალისტ ექიმზე. ჯანდაცვის სამინისტროში არის პროფესიული განვითარების საბჭო, როდესაც თუ დადგენილი წესის განხილვისას გამოიკვეთა, რომ თუ რომელიმე ექიმი, სპეციალისტი თავის საქმეს არაჯეროვნად ასრულებს. ჩვენ გვაქვს ზემოქმედების საშუალებები. ფარმაცევტი, რომლიც დაარღვევს პროფესიულ საქმიანობას გაწერილი წესის მიხედვით, 3 წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს აფთიაქში. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ის, რომ მეწარეებს ზოგადად არ აქვთ შეზღუდული პარალალური აქტივობების კეთება. მაგალითად: ადამიანს თუ აქვს ავტომობილის შემკეთებელი დაწესებულება და პარალელურად, რომ გახსნას ფსიქოტროპული აფთიაქი. ასეთი ადამიანები ვერ მიიღებენ საქმიანობის ნებართვას იმ შემთხვევაში თუ აქვთ სამართალდარღვევა, იყვნენ ნასამართლევი ან ბიუჯეტის წინაშე აქვთ დავალიანება. დღეიდან ძალაში შევა ზემოქმედების ეს ორი ინსტრუმენტი“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
კობახიძე - - მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს
ლარსზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა უსაფრთხოების განგაშის გამო დროებით შეჩერდა
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ქალაქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაკეტების მწარმოებელი და ოზონის საწყობები დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)