|
2016-08-04 14:53:51, 821 ნახვა
საზოგადოება
„ახალი საქართველო“: ჩვენი მხრიდან არანაირი კვერცხების სროლა არ ყოფილა - უბრალოდ, კვარაცხელიას სირცხვილის დერეფანი მოვუწყვეთ
„პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ წარმოამდგენელი გიგა გლუნჩაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მათ წევრებს „სოციალისტურ საქართველოს“ წარმომადგენლებისთვის კვერცხები არ უსვრიათ და სირცხვილის დერეფანი მხოლოდ ვალერი კვარაცხელიას გაუკეთეს. „დღესვალერი კვარაცხელია თელავში იყო ჩასული. ჩვენი პარტიის ახალგაზრდებმა და როგორც ვიცი, პარტია „გირჩის“ წარმომადგენლებმა, თელავში ვალერი კვარაცხელიას ჩასვლა აბსოლუტურად ცივილიზირებული მეთოდებით გააპროტესტეს. გარანტირებულად გამოვრიცხავ, რომ იქ ჩვენი მრიდან კვერცხების სროლა ყოფილიყო, პირიქით, აქეთ დაგვიწყეს გინება და ცემა. ჩვენმა ახალგაზრდებმა ვალერი კვარაცხელიას სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს. ძალიან ვწუხვარ, რომ მკვეთრად პრორუსული ძალები აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე გადავიდნენ. როგორც ვიცი, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ჟურნალისტზე ძალადობის გამო დააკავეს და ამჟამად იკითხება. უფრო დამაფიქრებელი ის, რომ 8 აგვისტო ახლოვდება და რას ემსახურება პრორუსული ძალების გააქტიურება. ეს არის ის საკითხი, რაზეც საქართველოში მოქმედი აბსოლუტურად ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ერთიანი ვიქნებით“, - განაცხადა გლუნჩაძემ. შეგახსენებთ, რომ „ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის“ წევრებმა თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ შეკრება გააპროტესტეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)