|
2016-08-03 19:22:08, 848 ნახვა
პოლიტიკა
კვარაცხელია სუს-ის განცხადებაზე: ის რაც მათთვის ტოტალიტარული სიმბოლიკაა, ჩემთვის შრომის იარაღია
რაც უფრო მეტად გაამწვავებენ ვითარებას, მით უფრო გამოაჩენენ თავიანთ ტოტალურ აბსოლუტურად არადემოკრატიულ სახეს, - ასე გამოეხმაურა „სახალხო მოძრაობა - სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომელმაც მას მიმართა, „თელავში დაგეგმილ ღონისძიებაზე არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება.“ როგორც კვარაცხელიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საბჭოთა სიმბოლიკა მისთვის ის ფუნდამენტია, რომელზეც მთელი მატერიალური დოვლათი დგას იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს. „რაც უფრო გაამწვავებენ ამ ვითარებას, მით უფრო მეტად გამოაჩენენ თავიანთ ტოტალურ აბსოლუტურად არადემოკრატიულ სახეს და საერთოდ აბსურდამდე მისულ იდეოლოგიასა და პოლიტიკას. რაზეა ლაპარაკი? რა არის ტოტალიტარული სიმბოლიკა?! მაგალითად: ნამგალი და ურო? ის რაც მათთვის ტოტალიტარული სიმბოლიკაა, ჩემთვის შრომის იარაღია. კოლმეურნე, მშრომელთა ხელში ნამგალი და უროა. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას მთელი მატერიალური დოვლათი იმისათვის, რომ განვითარდეს, შეიქმნას მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა და ა.შ. აი ამ ყველაფრის სიმბოლოა ეს ჩემთვის. იმ ხალხს, რომლებიც ამ სიმბოლიკის დანახვისას რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ, ვპირდები მით უფრო მეტად დაიპირისპირებენ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელშიც ჩაკლეს პროტესტის სული, რომელიც დათრგუნეს და აქციეს ამერიკიდან შემოტანილი თახსირი იდელოგიის ყმებად და მუხლით დააჩოქეს მიწაზე. აი ამ ხალხის პროტესტს გამოიწვევენ. მათ ამას დიდი ხანია ვუხსნი, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგეს, თუმცა მადლობა ღმერთს უკვე რეალურად ვაჩვენებ რა შედეგები მოჰყვება ყველაფერ ამას. ისინი მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. ეს იქნება საერთო სახალხო პროტესტი და საერთო სახალხო გულისწყრომა, რომელიც ბოლოს ალბათ საერთო სახალხო დაუმორჩილებლობაში გადაიზრდება“,-განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ. ცნობისთვის, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარის, ვალერი კვარაცხელიას მიერ თელავში დაგეგმილი ღონისძიების გამო, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ, წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა. „კომისია მიმართავს შსს-ს, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მიიღოს სათანადო ზომები. კომისიამ ასევე გაუგზავნა მიმართვა ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას, რათა „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)