04:06 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 18:57:45, 1211 ნახვა

რეგიონი
დაქორწინების მსურველი წყვილებისთვის ლაგოდეხის იუსტიციის სახლში სადღესასწაულო სივრცე მოეწყო

ლაგოდეხის იუსტიციის სახლში საზეიმო ცერემონიალის თანხლებით  დაქორწინების მსურველი წყვილებისთვის   ქორიწნების სახლი გაიხსნა.

ამ დრომდე  ქორწინების მსურველებს შეეძლოთ მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლაგოდეხის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე იყო შესაძლებელი.

ამჯერად ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს ლაგოდეხში ზაქათლის ქუჩაზე მდებარე  ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ.

აღნიშნულ დარბაზში საქართველოში დაქორწინების მსურველ ნებისმიერ წყვილს შეეძლება დაარეგისტრიროს ქორწინება.

ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა; დასვენების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ხოლო  მოქალაქეთა მიღება წარმოებს: 09:30 – 18:00 საათამდე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics