|
2016-08-03 16:53:38, 736 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი Eurofish-ის დირექტორს იანა აფანასიევას შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მეთევზეობის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის (Eurofish) დირექტორს, იანა აფანასიევას შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში მეთევზეობის განვითარების პოტენციალზე და ყურადღება აკვაკულტურის, როგორც დარგის განვითარების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა. უწყების ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დეტალურად ისაუბრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ. იანა აფანასიევამ საქართველოში აკვაკულტურის განვითარების პოტენციალი დადებითად შეაფასა. შეხვედრაზე მეთევზეობის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს. მეთევზეობის დარგში თანამედროვე გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთობლივი სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)