|
2016-08-03 14:08:40, 687 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა გიგა ოთხოზორიას ოჯახს ზუგდიდში სახლს შეუძენს
მთავრობა ხურჩაში ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს სახლს შეუძენს. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძლებით გადაადგილებულ, პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოთხოზორიას ოჯახმა საცხოვრებლად ზუგდიდის ცენტრში კერძო სახლი აირჩია „ჩვენ გვქონდა გიგა ითხოზორიას ოჯახთან შეხვედრა გვქონდა, შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი, ქირით ცხოვრობენ, უბინაოდ არიან, 7 სულიანი ოჯახია, შევთავაზეთ ერთ-ერთი ვარიანტი იყო, რომ ზუგდიდში მშენებარე კორპუსში მივცმდით ბინას, შესაბამისად, ან სხვა ვარიანტი აერჩიათ, მათ აირჩიეს, რომ იყიდიდნენ ბინას ზუგდიდშივე, კერძო საცხოვერებლ სახლს , უბრლაოდ ჩვენ ეს საკითხი გავიტანეთ მთავრობაზე, თანხა რომელიც ეს სახლი ჯდებოდა, ცდებოდა დადგენილ ფარგლებს, ეს საკითხი არის გადაწყვეტილი, ოთხოზორიების ოჯახს ექნებათ ძალიან კარგი სახლი ზუგდიდის ცენტრში, მათ მიერვე არჩეული“,-განაცხადა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)