|
2016-08-03 13:34:22, 772 ნახვა
საზოგადოება
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 4 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 4 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე შეიზღუდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური წინამძღვრიშვილის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. „წინამძღვრიშვილის ქუჩა (კონსტიტუციის ქუჩის კვეთიდან კიტა აბაშიძის ქუჩის კვეთამდე), 4 აგვისტოს, 15:00 საათიდან გადაიკეტება. აქედან გამომდინარე, ჯავახიშვილის ქუჩა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის დროებით ორმხრივი გახდება. მიკროავტობუსები და ავტობუსები წინამძღვრიშვილის ქუჩიდან კონსტიტუციის ქუჩის გავლით, შეუხვევენ ჯავახიშვილის ქუჩაზე, საიდანაც მათი ინდივიდუალური მარშრუტის შესაბამისად, გავლენ კლდიაშვილის, მარჯანიშვილის ან კიტა აბაშიძის ქუჩაზე და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)