|
2016-08-03 11:00:41, 622 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში დღეს გამოფენა „საქართველოს ოლიმპიელები" გაიხსნა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში გამოფენა „საქართველოს ოლიმპიელები" გახსნეს. გამოფენა ეძღვნება რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებს, რომელში მონაწილეობის უფლება საქართველოდან 40-მა სპორტსმენმა მოიპოვა. ექსპოზიციის გახსნას ესწრებოდნენ: ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები და მათი ოჯახის წევრები, სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები. გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული ქართველი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების ფოტოები, გარდა ამისა, გამოფენილია ქართული სპორტის მუზეუმის ექსპონატები - ოლიმპიელების მედლები, თასები და მემორიალური ნივთები. „ამ გამოფენის გახსნით გვინდა წარმატება ვუსურვოთ ოლიმპიადის ქართველ მონაწილეებს, რომელთა ნაწილი უკვე რიოში ჩავიდა, ნაწილი კი ამ დღეებში გაემგზავრება. ჩვენ ამ გამოფენას დავტოვებთ ოლიმპიადის ბოლომდე და დავამატებთ ახალი ოლიმპიელებისა და ოლიმპიური მედალოსნების ფოტოებს, მედლებსა და თასებს, რომელიც, დარწმუნებულნი ვართ, არაერთი იქნება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. გამოფენაზე ნაჩვენები იყო კინოკადრები - მელბურნის ოლიმპიური თამაშების ქართველი მონაწილეების დაბრუნება საქართველოში და მათი დაჯილდოება (1957 წ.) ქართველ ოლიმპიელ სპორტსმენთა დაბრუნება რომიდან საქართველოში (1960 წ.) გამოფენა აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია. მის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის გამზ. #40
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)