|
2016-08-02 14:38:32, 730 ნახვა
საზოგადოება
კუმისის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. კუმისის ქუჩის მცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება. მატივე ინფორმაციით, კუმისის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა. ამ ეტაპისთვის, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა გზის დაზიანებული საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, მოიფრეზება გზის სავალი ნაწილი და დაიგება ასფალტის ახალი საფარი. „რაიონში გვაქვს ისეთი ქუჩები და ჩიხები, სადაც გზის საფარი ათეულის წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ეს ქუჩა გახლავთ სწორედ ასეთი. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა გეგმაზომიერად და ეფექტურად მუშაობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ამ ქუჩაზე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც განვახორციელეთ, კერძოდ ნაგავსაყრელად ქცეულ ადგილზე გავაკეთეთ ახალი სკვერი,“ - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ ჩუღურეთის რაიონში, ამ დროისთვის 30 ქუჩაზე, 34 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)