|
2016-08-02 11:35:00, 551 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის 10 წლიანი საქმიანობა შეაჯამა
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილეები, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და კომპანია BP-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მიერ, დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. სიტყვით გამოსვლისას მან სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზეც ისაუბრა, რაც მომავალში აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებას გულისხმობს. „ახალ პროექტში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წარმატებაა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სტრატეგიული მილსადენების დეპარტმენტის თითოეულ თანამშრომელს. მათ ძალიან რთულ კლიმატურ და რელიეფურ პირობებში უწევთ თავიანთი საქმიანობის შესრულება. სწორედ მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი სანდო სტრატეგიული სატრანზიტო პარტნიორია“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას დეპარტამენტის 10 წლიანი საქმიანობის, ასევე, დაგეგმილი პროექტების ამსახველი პრეზენტაცია და ვიდეორგოლი წარუდგინეს. მერაბ მალანიამ შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი მედლებით დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)