|
2016-07-31 17:46:49, 740 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიოს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მსოფლიოს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, იტალიური, არაბული, ჩინური, აზერბაიჯანული, უკრაინული და სხვა ქვეყნების წამყვანი გამოცემებისა და ტელევიზიების ჟურნალისტები, საქართველოში სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიის გასაშუქებლად ჩამოვიდნენ. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, პირველმა ვიცე-პრემიერმა, მსოფლიო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. მინისტრმა, ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტები და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილმა ინტერვიუ მისცა ცნობილ იტალიურ მედია ჰოლდინგის ,,ლა სტამპას“ რეპორტიორს. ჟურნალისტთან, ლუჩია სგუელიასთან მინისტრმა მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებზე და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა. მინსტრთან სტუმრად მყოფმა ჟურნალისტებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს და საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოს, საქართველოში სტუმრად მყოფი ჟურნალისტები სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისის“ გახსნის გალა ღონისძიებას დაესწრებიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)