|
2016-07-31 12:41:16, 1273 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია მოსახლეობას გაუმჯობესებულ მუნიციპალურ სერვისებს შესთავაზებს
თბილისის მერია შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და სივრცის ადაპტირების მიზნით, თბილისის მერიის პირველ სართულზე, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში სარემონტო სამუშაოები იწყება, შესაბამისად, მუნიციპალური სერვისების მიღებას მოქალაქეები 1 აგვისტოდან, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, ჟ. შარტავას N7-ის ნაცვლად, კოსტავას N72-ში შეძლებენ. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სარემონტო სამუშაოებისა და სივრცის შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირების შემდეგ, თბილისის მერია მოქალაქეებს გაუმჯობესებულ და განახლებულ მუნიციპალურ სერვისებს შესთავაზებს : თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული მომსახურების სივრცე; სწრაფი მომსახურება; გაზრდილი სამუშაო საათები და მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა კვირაში 6 დღის განმავლობაში (შაბათის ჩათვლით); სრულფასოვანი და კვალიფიციური კონსულტაცია; სერვისების ხელმისაწვდომობა ყველა რაიონულ გამგეობაში; მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად; თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს დროებით შექმნილი დისკომფორტისთვის. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)