|
2016-07-31 11:44:38, 860 ნახვა
საზოგადოება
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტრენინგები ჩატარდა
ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ 26 საზოგადოებრივ ცენტრში ერთდროულად ჩატარდა ტრენინგი -“ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის)პრევენცია“. იუსტიციის სამინისტროს დანასაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგზე დასწრების სურვილი 400-მდე მოქალაქემ გამოთქვა. მათივე ცნობით, პროექტი განხორციელდა იუსტიციის სასწავლო ცენტრთან,სერვისების განვითარების სააგენტოსთან,შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან თანამშრომლობით, ასევე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის აქტიური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ რა არის ტრეფიკინგი, რა სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს, როგორ უნდა დაიცვან თავი შრომითი თუ სექსუალური ექსპლუატაციისგან, ვის უნდა მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის. ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამას მოწმობს ისიც, რომ წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეაფასა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)