|
2016-07-29 19:24:57, 631 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს კოორდინაციით, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის პერსპექტივები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შშმ და სსმ პირთა დამსაქმებლებთან შეთანხმებით, ხელფასის 50%-იანი სუბსიდირება (არაუმეტეს 460 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება. შეხვედრის მონაწილეები პოტენციური დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების კონსულტანტები. შეხვედრაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)