|
2016-07-29 19:13:21, 713 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადურმა ლექცია „ეკონომიკა სხვა თვალით“ გამართა
„ეკონომიკა სხვა თვალით" - ამ სახელწოდებით ფინანსთა მინისტრმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ღია ლექცია გამართა. „ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა ახალგაზრდებთან შეხვედრა და მათთან საუბარი. დღეს ძალიან საინტერესო ლექცია შედგა - ვისაუბრეთ ზოგადად ეკონომიკაზე, საქართველოს ეკონომიკის ძირითად გამოწვევებზე, მის პოტენციალსა და ჩემს ხედვებზე, თუ რა მიმართულებებით ვმუშაობთ და როგორ ვხედავთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. შევეხეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს და ვისაუბრეთ „არაეკონომიკური" ენით, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის და იმედი მაქვს, ლექციის მონაწილეებისთვისაც. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს," - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. ლექციას დაესწრნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას გადიან ფინანსთა სამინისტროში, ასევე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ისე ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)