|
2016-07-29 18:34:31, 668 ნახვა
საზოგადოება
აჭარის რეგიონის მეფუტკრე და მეთევზე ფერმერებს სემინატრი ჩაუტარდათ
აჭარის რეგიონის მეფუტკრე და მეთევზე ფერმერებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებმა სემინარი ჩაატარეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტებმა ფუტკრისა და თევზის დაავადებებისა და მათი დროული დიაგნოსტიკის შესახებ ისაუბრეს. ფუტკრისა და თევზის დაავდადებებზე დროული დიაგნოსტიკა შესაძლებლობას მისცემს ფერმერს , ანალიზის შედეგების საფუძველზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად. ჯაჭვური პრინციპით მოქმედება კი, ეფექტურ შედეგებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ფერმერებისათვის. მათივე ცნობით, დაინტერესებულმა პირებმა ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მათ, იმისათვის რომ სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალი თავიდან აიცილონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდების არსისა და ტესტირების გაცნობა, ასევე პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი მიწათმოქმედებისათვის და მიზნობრივი ჯგუფისათვის. ა ღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის-მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიულ კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება.ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან. სემინარის დასრულების შემდეგ, მეფუტკრე და მეთევზე ფერმერებს გადაეცათ სპეციალური ლიტარატურა, რომელშიც შესულია ფუტკრისა და თევზის სხვადასხვა დაავადებები. ფერმერებთან შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)