|
2016-07-29 18:21:06, 971 ნახვა
საზოგადოება
თეოლოგი: ის, რომ ამომრჩევლების 35%-ზე გავლენას ეკლესია ახდენს, ქვეყნისთვის დამღუპველია
თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას NDI-ის კვლევის იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მღვდლისა და მრევლის პოლიტიკური შეხედულებები, გამოკითხულთა 35%-ზე მნიშნველოვან გავლენას მოახდენს. როგორც მირიან გამრეკელაშვილმა აღნიშნა, სახეზეა იმ ორმხრივი ურთიერთშერწყმის პროცესი, რომელიც საქართველოში შეუქცევადი სახით, ბოლო ათწლეულების მანძილზე მიმდინარეობს. „ცალკე ეკლესია და ცალკე პოლიტიკური კლასი, დაუცხრომლად ცდილობენ ერთმანეთს შეერწყან. ამგვარი სტრუქტურული და შინაარსობრივი გადახლართვა, ორივე მხარეს საკუთარ სარგებელს აძლევს: ეკლესიას მატერიალურ კაპიტალსა და პრივილეგიებს, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს ელექტორატის ხმებს. საკითხმა სიმწვავე, წინა საპარლამენტო არჩევნებისას შეიძინა. კოალიცია "ქართული ოცნება" ეკლესიას საკუთარი მხარდაჭერისათვის ინტენსიურად იყენებდა. ყველაზე აქტიურად კი, ავითარებდა ხაზს, რომ იგი, ეკლესიასთან ერთად წარმოადგენს ე.წ. "ქართული ფასეულობების" დამცველს. ამ ჭრილში განსაკუთრებით დიდი დოზით მანიპულაცია ხორციელდებოდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის საკითხების ირგვლივ. არჩევნებთან ერთად, რეფერენდუმის დანიშვნა საკითხზე: ემხრობა თუ არა საქართველოს მოსახლეობა, ერთსქესიანთა ქორწინებას? - სხვა არაფერია, თუ არა კორელაციის შექმნა: თუ ოცნება გაიმარჯვებს ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდება, თუ არა და კი. ეს პროცესი ქვეყნისთვის არის დამღუპველი, რადგან ერთის მხრივ ზედმეტი პოლიტიზირების გამო, მოსახლეობა კარგავს ნდობას ეკლესიის - როგორც სულიერი საზრდოს მისაღები წყაროს მიმართ, მეორეს მხრივ პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევს, გვერდი აუარონ ქვეყნაში არსებულ რეალურ პრობლემებს და თავიდან აიცილონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - აცხადებს გამრეკელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ მათ არჩევანზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას პოლიტიკური პარტიების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ ნდობა მოახდენს. კერძოდ, კითხვაზე - „შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინონ შემდეგმა ფაქტორებმა“, გამოკითხულთა 78% აცხადებს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა შესაძლოა, პოლიტიკური პარტიების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ ნდობამ მოახდინოს, 73% - პარტიის წარსულმა საქმიანობამ; 70% - საარჩევნო პროგრამამ და დაპირებებმა; 46% - პარტიის მიერ გამარჯვების მაღალმა შანსმა; 45% - ახლობლების პოლიტიკურმა შეხედულებებმა; 35% - მრევლისა და მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა; 25% - პოპულარული ადამიანების პოლიტიკურმა შეხედულებებმა, 21%-სთვის, მათ არჩევანზე გავლენას მათი დამსაქმებლების და თანამშროლების პოლიტიკური შეხედულებები მოახდენს.
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)