|
2016-07-25 18:05:35, 804 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა მარტვილი-აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ დანელია წარადგინა
მარტვილში „ქართულ ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს" სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მარტვილის მოსახლეობას, მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ დანელია წარუდგინა. „შემთხვევითი არ არის, რომ ბატონი ოთარი მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. ბოლო წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით უამრავი პროგრამა განხორციელდა. ეს არის მცირე მიწიანი ფერმერების დახმარება, გრძელვადიანი საშეღავათო კრედიტები, პროექტი „დანერგე მომავალი" და ა.შ. ამ ყველაფერს შედეგები უკვე მოაქვს, მაგრამ უფრო მეტი შედეგი მომავალში იქნება. ოთარი არის ჩვენი გუნდის ერთ- ერთი ყველაზე თვალსაჩინო წევრი. სხვათაშორის, ძალიან ძნელად გავიმეტე იგი- ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი ოთარ დანელია",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება პროფესიული განათლების პრესტიჟის აწევას გეგმავს. „ამასთან, ჩვენ მასწავლებლის პრესტიჟი უნდა ავამაღლოთ. არ შეიძლება ყველა ახალმა მოსულმა ხელისუფლებამ მასწავლებლების კორპუსს გადაუაროს",-განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილმა დასახული მიზნების მიღწევის პროცესში გუნდის ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება. „თქვენ ხედავთ ჩვენი გუნდის ძველ თანამოაზრეებს, ახალ წევრებს. გვიერთდებიან ყოველდღე ახალი ადამიანები, სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებებიდანაც მათშორის. ისინი გრძნობენ, რომ საქართველოში დღეს სამთავრობო, სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მეტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს",-აღნიშნა პრემიერი. მარტვილის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. „ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა, რომელიც ეკადრება ისეთ დიდ სახელებს, როგორებიც არიან დავით აღმაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი. ეს არ არის ჩემი გამოწვევა მხოლოდ. ეს არის ჩვენი გამოწვევა მეგობრებო. აქ ვერ იქნება ორი და სამი მხარე. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ნამდვილად არის დაინტერესება ამ ერთი მიზნის მისაღწევად გავერთიანდეთ. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ერთმანეთს შევეჯიბროთ ურთიერთპატივისცემაში, ღირსეულ დამოკიდებულებაში, სწორ არჩევანში, იმიტომ, რომ არ შეიძლება იყოს ორი სწორი არჩევანი. არის მხოლოდ ერთი სწორი არჩევანი და მას ყველანი უნდა გავყვეთ",-განაცხადა ოთარ დანელიამ. ოთარ დანელიას წარდგენას პარტიის წევრები-ეკა ბესელია, რომან კაკულია, სოსო დანელია და ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)