|
2016-07-25 15:21:39, 563 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა
პრემიოერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს წალენჯიხის მოსახლეობას, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარუდგინა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გულორდავას ქვეყნის ხელისუფლებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება, რათა წალენჯიხის მოსახლეობის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. „გვინდა წარმოგიდგინოთ კაცი, რომელიც არის აქაური. გოგა გულორდავამ იცის ყველაფერი, თუ რა უხარია აქაურ მოსახლეობას, რა სტკივა. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. გოგას გააჩნია კვალიფიკაციაც, გააჩნია საჭირო ადამიანური თვისებები, რაც ალბათ ყველაზე მთავარია ასეთ დროს. მას ქვეყნის ხელისუფლებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება, რათა წალენჯიხის მოსახლეობის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართული ოცნების" ხელისუფლების მთავარი ორიენტირი არის ადამიანი, მისი საჭიროებები და მისი უფლებები. „არავითარ შემთხვევაში, განვითარების არცერთი გეგმა, რომელსაც ჩვენ მომავალი ოთხი წლისთვის ვადგენთ, არ გაივლის მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე, ადამიანის უფლებების გათელვაზე, რომელიც ადრე გვქონდა და რომლის მოწმენიც მთელი ქვეყანა გავხდით. როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში ვუყურებდით ასიათასობით დაპატიმრებულ ადამიანს, მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, ყოველთვის მქონდა ასეთი აზრი, რომ არცერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მოწოდება და მთავარი არსი. სწორედ ამ კრედოს მიყვება ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. სწორედ ამ პრინციპის დაცვით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეფექტური, სწრაფი ნაბიჯების გადადგმით, ვივლით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, რათა ადამიანურად და ამავედროს ეფექტურად შევცვალოთ ქვეყანაში ცხოვრების დონე",-აღნიშნა პრემიერმა. გოგა გულორდავამ პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და წალენჯიხის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. „დღეს ჩვენ ვდაგავრთ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. ოთხი წლის წინ, ყველამ ერთად შევცვალეთ ქვეყნის რეალობა და მოვიპოვეთ ღირსება, თავისუფლება. ახლა აბსოლუტურად თავისუფალი გარემოა, სადაც თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება გვაქვს. მქონდა პატივი, ორი წელი მემუშავა თქვენთან ერთად გამგებლად. ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ყველა ის დაბრკოლება, ბარიერი, პრობლემა, გამოწვევა, რომლებიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას. არცერთი თქვენგანის პირადი თუ საზოგადი პრობლემა არ არის უცხო. მჯერა, რომ 8 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვიტყვით ღირსეულ სიტყვას და ყველანი ერთად მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას",-აღნიშნა გოგა გულორდავამ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)