|
2016-07-23 18:41:13, 766 ნახვა
საზოგადოება
შალვა ოგბაიძე: ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავარიის რისკის შემცველი ადგილებია
საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ოგბაიძის განცხადებით, მან პირადად დაათვალიერა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზა და იქ ავტოსაგზზაო შემთხვევის რისკისშემცველი ადგილები ნამვილად არის. როგორც ოგბაიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ის აპირებს, რომ რისკის შემცველი ადგილების იდენტიფიცირება მოახდინოს და ამ პრობლემის აღმოფხვრაზე იზრუნოს. „ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთი პირადად დავათვალიერე და აქ არის რისკის შემცველი ადგილები. მე ამ წუთში საუბარი მქონდა საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან და პირადად ვაპირებ, რომ ჩავერთო როგორც არაასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამ რისკის შემცველი ადგილების იდენტიფიცირების პროცესში“, - აცხადებს ოგბაიძე. ამ თემასთან დაკავშირებით, „ექსპრესნიუსი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი სეთურიძესაც ესაუბრა. სეთურიძის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე რაიმე არასწორად არის გაკეთებული, სიმართლეს არ შეესაბამება. „ბატონი შალვას მიერ დასახელებულ მონაკვეთს აუცილებლად შევისწავლით, მაგრამ მაგ მონაკვეთზე და არა მარტო მანდ, ავარიების მიზეზი არის გადაჭარბებული სიჩქარე და არა არასწორად დაპროექტებული გზა. იმის დევნა გზა სწორად დაპროექტდა თუ არა, მგონი, ზედმეტია.მთავარია, მოძრაობის მონაწილეებმა დაიცვან ის შემზღუდავი პირობა და გამაფრთხილებელი ნიშნები, რაც ავტომაგისტრალეა. ასევე შეზღუდვაა 90კმ/სთ და ხშირად ამას უგულვებელყოფენ. გზა ევროპული სტანდარტებითაა დაპროექტებული. იმაზე საუბარი, რომ რაიმე არასწორად არის ამ გზაზე გაკეთებული სიმართლეს არ შეესაბამება. ავტომაგისტრალზე ორ მონაკვეთზე არის კვანძები ნიკეასა და ბაშის გადასახვევზე, სადაც ორზოლიანი გზა კვანძებზე იყოფა და შემდეგ კვლავ ერთიანდება . ის რომ თქვენ დიდი სიჩქარით მოდიოდეთ ოთხზოლიან გზაზე და მერე უცებ ორ მონაკვეთიან გზაზე გადახვიდეთ, მანდ მსგავსი მონაკვეთები არ არის“, - განაცხადა სეთურიძემ.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)