|
2016-07-23 16:09:12, 724 ნახვა
საზოგადოება
მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი დაიწყო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დაათვალიერა. მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს მდინარის კალაპოტის ფორმირებას „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ვაკის სასაფლაომდე არსებულ ზოლში, ვერეს ხეობის იმ მონაკვეთში, სადაც მდინარე არ არის მოქცეული გვირაბში და წყალმოვარდნის შემთხვევაში შეიძლება ზიანი მიადგეს კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიას. დავით ნარმანიას თქმით, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი მნიშვნელოვანია ვერეს ხეობაში უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. „პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ მდინარის კალაპოტის ფორმირება, რაც გულისხმობს დამცავი კედლის აშენებას. ამასთან, იმისთვის, რომ „მზიურმა“ არ დაკარგოს თავისი უმთავრესი რეკრეაციული ფუნქცია, პარკი შემოდგომაზე გამწვანდება და კეთილმოეწყობა. შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, დაიწყება სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს მდინარე ვერეს ხეობის ზედა ნაწილის ფორმირებას, ნატანდამჭერი ცხაურების მოწყობას, რომლის შედეგადაც მდინარე ვერეს ხეობის უსაფრთხოების კომპონენტი მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია „მზიურის“ მიმდებარედ მდინარის კალაპოტის მცირეოდენი გაგანიერება, მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ გრუნტის დამბისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლის აგება. ასევე, მდინარის წყლის შემშვები და გამომშვები 500 მმ-იანი მილების მოწყობა. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ერკერი“ აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის 19 ივლისს დაიწყო და 19 ნოემბერს დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 558 000 ლარამდე დაიხარჯება.
(NS)
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)