|
2016-07-23 13:35:49, 677 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს ჰიმნი წელს ბრაზილიაში არაერთხელ გაჟღერდება
დღეს მთელი საქართველო თქვენი გულშემატკივარია; ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვებები და დარწმუნებული ვარ, ერთად ამ გამარჯვებებს მივაღწევთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც ბრაზილიაში, მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრებიან. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 13 სახეობაში 39 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს, რაც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, უპრეცედენტო რაოდენობაა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 13 სახეობაში 39 სპორტსმენი არის მნიშვნელოვანი რიცხვი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც უდიდესი სპორტული ტრადიციებით გამორჩეულია. "აქ ვხედავ ლეგენდებს, რომლებმაც შთაგვაგონეს, რომ მიგვეღწია ბევრი გამარჯვებისთვის ცხოვრებაში, რადგან სპორტი ყველა ადამიანს აძლიერებს, ბრძოლის ჟინით აღავსებს. სწორედ ეს დიდი მისია გაკისრიათ თქვენ, ჩვენო სასიქადულო ოლიმპიელებო, რომ საქართველო აავსოთ პოზიტივით, გამარჯვების ჟინით. დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი წელს ბრაზილიაში", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სპორტსმენებს და გამარჯვებით დაბრუნება უსურვა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეს წარმატება დღევანდელ დღემდე მოიტანა და ქართველ სპორტსმენებს, რომლებმაც ოლიმპიური საგზური მოიპოვეს. მთავრობის მეთაურმა ასევე, ბრაზილიას მიულოცა წარმატება, რომელიც მას მსოფლიო ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სახით ხვდა წილად და აღნიშნა, რომ ეს ყველა ქვეყნისთვის უდიდესი პატივია, მით უმეტეს, ისეთი სპორტული ტრადიციებით გამორჩეული ქვეყნისთვის, როგორიც ბრაზილიაა. ქართველი სპორტსმენების გაცილების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თბილისის მერი, ბრაზილიის ელჩი და სპორტული საზოგადების წარმომადგენლები. ცერემონიის დასასრულს, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჩუქრად გადასცა სამახსოვრო მედლები ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)