|
2016-07-23 12:23:01, 702 ნახვა
საზოგადოება
ბესიკ ალადაშვილი: ტერორიზმმა საკმაოდ მასშტაბური სახე შეიძინა - საქართველოს მოსახლეობაც ფრთხილად უნდა იყოს
ექსპერტის უშიშროების საკითხებში ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ტერორიზმმა კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი არ შეიძინოს, მიგრანტების და განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის სოციალური ადაპტაცია უნდა მოხდეს. როგორც „ექსპრენიუსს“ ალადაშვილმა განუცხადა, ტერორისტები ადამიანურ რესურსებს ძირითად აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებიდან ღებულობენ. „ტერორიზმი არის ის პრობლემა, რომელზეც მრავალი ქვეყნის სპეცსამსახური წლების განმავლობაში მუშაობს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ძალაინ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი - სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საკითხებია მოსაგვარებელი. ტერორიზმი, ბოლო ათლწელულის განმავლობაში, ფორმირდება არა როგორც ერთეული მოვლენა, არამედ მასტშატაბური ხასიათისაა ის და მასში ათიათასობით ადამიანი ჩაბმული. უნდა მოხდეს მიგრანტების სოციალური ადაპტირება. გლობალიზაციამ ბევრ პლიუსთან ერთად, მოიტანა გარკვეული გამოწვევებიც. ერთ-ერთია ცცხოვრების დონის ეკონომიკური განსხვავება. აზიის აფრიკისა და ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში მოსახლეობას საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში უწევს ცხოვრება. ეს სწორედ ის ადამიანური რესურსების ბაზაა, საიდანაც შემდგომ ტერორისტები საკუთარ რიგებს აფართოებენ“, - განაცხადა ალადაშვილმა. ექსპერტი საქართველოს თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მსგავსი რეციდის გამეორება საქართველოს რამდენიმე რეგიონშიც შესაძლებელია. „ რაც შეეხება საქართველოს - ჩვენ გვაქვს რამდენიმე აქტუალური რეგიონი - პანკისი, აჭარა, გურიის რამდენიმე სოფელი, ქვემო ქართლი, სადაც შესაძლებელია, რომ ეს რეციდივები მოხდეს. ამიტომ, ამ რეგიონებს განსაკუთრებული ყურდღება ესაჭიროება - იქ სპეცსამსახურების მუშაობა უნდა გააქტიურდეს. მოსახლეობა უნდა ვიყოთ ფრთხილად“, - აცხადებს ალადაშვილი.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)