|
2016-07-23 11:49:31, 567 ნახვა
საზოგადოება
მიუნხენის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
მიუნხენის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქალაქ მიუნხენში, თავდასხმის რაიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა. გერმანელი სამართალდამცველების მითითებით, ისინი იძულებული არიან დარჩნენ ადგილებზე და გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. მიუნხენში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 24 საათიანი ცხელი ხაზი ამოქმედდა - +491 62 88 55 303, გარდა ამისა მოქალაქეებს შეუძლიათ მიუნხენის პოლიციის ცხელ ხაზზე: +495 92 91 01 910 და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერზეც +995 577 98 40 20 დარეკონ. შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნჰენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ცნობისთვის, სავარაუდო თავდამსხმელი 18 წლის ირანელი მამაკაცია, რომელიც მიუნხენში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)