17:31 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 00:27:22, 729 ნახვა

საზოგადოება
ქართველი სტუდენტი: ვიმყოფებით შენობაში, გარეთ გასვლის საშუალებას არ გვაძლევენ, ხალხი პანიკაშია

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მომხდარ სავარაუდო ტერაქტს ქართველი სტუდენტი მარი კახიძე შეესწრო.

მან რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ ამ დროისთვის მაკდონალდსში იმყოფება. ტერიტორიას პოლიცია იცავს, სამართალდამცველები მათ შენობიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს. სტუდენტის განცხადებით, მოსახლეობა პანიკაშია.

მარი კახიძის თქმით, მისი მიუნხენში მყოფი მეგობრებიც მსგავს სიტუაციაში არიან, იმყოფებიან შენობებში და გარეთ გასვლის საშუალება არ აქვთ. 

ცნობისთვის, მიუნხენის პოლიცია ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში სროლების შედეგად ექვსი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. მანამდე სხვადასხვა გერმანულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია 15 დაღუპულის შესახებ. Abendzeitung თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს რომ გარდაცვლილები 6 ზე მეტია. ხოლო "დოიჩე ველე" თავდაპირველად პოლიციის დასტურის გარეშე ასევე თვითმხილველებზე დაყრდნობით 15 გარდაცვლილზე წერდა.

მიუნხენში დღევანდელი სროლების გამო, განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა.

„დოიჩე ველე“ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუნხენში სროლები სამ ადგილზე განხორციელდა - ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე.

პოლიცია ასევე მოუწოდებს მოსახლეობას არ გამოვიდნენ ქუჩაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics