|
2016-07-22 18:43:29, 630 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოში სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სოფლად განვითარების სტრატეგიის ძირითადი საკითხები და სტრატეგიის განხორციელების მექანიზმები განიხილეს. შეხვედრზე ხაზგასმით აღინიშნა სოფლის განვითარების სამი ძირითადი მიმართულების მნიშვნელობა: ეკონომიკური განვითარება და კონკურენტუნარიანობა; სოციალური მდგომარეობა და ცხოვრების დონე; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა. სხდომის მონაწილეებმა სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში სამიზნე რეგიონის მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პოზიტიური შედეგების მისაღწევად აუცილებელია რეგიონში არსებული პოტენციალის განსაზღვრა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საკოორდინაციო საბჭოს წევრი სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) ბიუჯეტი 50 მილიონ ევროს შეადგენს და საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამა 2016-2019 წლებში განხორციელდება და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობას, ასევე მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)