|
2016-07-22 15:14:55, 708 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ქობალია: განმუხურში ღია ტუალეტები არ არსებობს, ყველაფერს ცუდი ინტერპრეტაცია მიეცა
ზუგდიდის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის თენგიზ ქობალიას განცხადებით, განმუხურში ღია ტუალეტები არ არსებობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ქობალიამ განუცხადა, ღია ტუალეტების სურათები იმ დროს გადაიღეს, როდესაც მისი ამოქოლვის პროცედურა მიმდინარეობდა და ყველაფერს ცუდი ინტერპრეტაცია მიეცა. „განმუხურში „კაზანტიპის“ ფესტივალის დროს შიდა ტუალეტები იყო დახურული ტერიტორია, რომელიც სტანდარტულად იყო გადახურული. ეს ტუალეტები იყო არაჰიგიენური და მსუბუქი კონსტრუქციით ნაშენები. ჩვენ მოვახდინეთ ამ შენობების დემონტაჟი. ეს პროცესი იყო, დაახლოებით 1საათი, როდესაც ბეტონის მასის ამოქოლვა ხდებოდა. სწორედ ამ შუალედის დროს დააფიქსირეს კამერებმა ღია საზოგადოებრივი ტუალეტების ფოტოები. ჩვეულებრივი მუშა პროცესები მიმდინარეობდა. ცუდი ინტერპრეტაცია მისცეს ამ ყოველივეს, როგორ შეიძლება მუშა პროცესს ხედავდე და მარტო უარყოფითი გადაიღო. ეს ტუალეტები აღარ არსებობს“, - განაცხადა ქობალია. შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „ლაივპრესმა“ განმუხურში ბულვართან ახლოს მდებარე ღია ტუალეტების ფოტოსურათი გაავრცელა.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)