|
2016-07-21 13:16:24, 1455 ნახვა
კომენტარი
სოსო ცინცაძე: აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ონანიზმია სექსის გარეშე
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ რუსეთისგან ამ ეტაპზე საქართველო საომარ საფრთხეს არ უნდა ელოდოს. როგორც ცინცაძემ „ექსპრესნიუისს“ განუცხადა, „ბორჯომისა“ და ღვინის იმპორტის აკრძალვით, ჩრდილო მეზობელი გვაჩვენებს, რომ ის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილოა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მსოფლიოში რუსეთისთვის სასიკეთო მოვლენები ვითარდება და ის არ მისცემს ოპონენტებს სალაპარაკო თემას. „2008 წელსა და დღევანდელობას შორის ბევრი დამთხვევაა და შემთხვევითი დამთხვევები არ არსებობს. თუმცა, მე არ გამიკვირდება, რომ ჩვენი ბორჯომი და ღვინო შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ. საქართველოში საკვებსა და სასმელზე საერთოდ მოშლილია კონტროლი. რუსეთის ერთ-ერთ ბერკეტად დღემდე რჩება პრუქციაზე ემბარგოს დაწესება. რუსეთი ამ იარაღს, პერიოდულად, ბელორუსის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ევროპის, უკრაინისა და მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ მიმართავს-ხოლმე. ბორჯომისა და ღვინის აკრძალვა შეიძლება ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან არის გზავნილი, რომ რუსეთი საქართველოსგან არჩევნების მერე მეტს მოელოდა. ხელისუფლების პროდასავლური კურსისკენ სვლა რუსეთის გაღიზიანებას იწვევს და ეს ყველაფერი ამის შედეგია“, - აცხადებს ცინცაძე. ექსოერტი ასევე გამოეხმაურა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების დალაგების მცდელობასა და აღნიშნა, რომ 4 წლის განმავლობაში ქართულმა მხარემ, ელემენტარულად, რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენაც ვერ შეძლო. „ჩვენ 2008 წლის მსგავსი საფრთხე არ გვემუქრება. ერთ თვეში ერდოღანი პუტინს შეხვდება და თურქეთ-რუსეთის პრობლემა გადაჭრილია, ინგლისის ევროკავშირიდან გავიდა, საფრანგეთის მეგობრული განცხადება და ა.შ. რუსეთს სკანდალი აღარ აწყობს, მოვლენები რუსეთისთვის სასარგებლოდ ვითარდება. უბრალოდ, ემბარგო საქართველოსთვის მტკივნეული დარტყმაა. ჩვენ ერთი რამ დაგვრჩენია - დავამტკიცოთ, რომ ჩვენი სასმელი არაფალსიფიცირებულია. არც ისაა გამორიცხული, რომ მართლა ფალსიფიცირებულია ბორჯომი და ღვინო. არანაირი კონტროლი არ არის ჩვენს პროდუქციაზე, აფრიკის ქვეყანაში არ ხდება ის, რაც დღეს საქართველოშია. ზაფხულია და ქუჩაში იყიდება ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთი საქართველოს პოლიტიკით უკმაყოფილოა. აბაშიძის შეხვედრა კარასინთან, ეს არის ონანიზმი სექსის გარეშე. ზურაბ აბაშიძე ჩემი ბავშვობის მეგობარია, მაგრამ მე ამას პირდაპირ ვამბობ. ზურას ადგილას მე პროტესტის ნიშნად გადავდგებოდი. თუ ურთიერთობის დარეგულირება გვინდა დავარეგულიროთ ურთიერთობა. ელემენტარულად, უვიზო მიმოსვლასაც ვერ მივაღწიეთ. აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მსოფლიო ისტორიაში ანეკდოტის სახით შევა. ხელფასზე და სკამზე ხომ არ უნდა გადაიროს კაცი?!“, - აცხადებს ცინცაძე. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სათათბირო დუმის საერთაშორისო კომიტეტი მთვარობას რეკომენდაციით მიმართავს, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის "ბორჯომის" იმპორტი აკრძალოს, - ამის შესახებ ინფორამაციას LENTA.RU ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც საქართველოს და კიდევ 5 ქვეყნის გადაწყვეტილებას დაგმობს, ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეუერთდნენ. ცნობისთვის, საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეუერთდება, ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისიდან სანქციები გაახანგრძლივოს. ამასთან, საქართველოს გარდა, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა შეუერთდნენ. ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება 17 ივნისს გადაწყვიტა. სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)