|
2016-07-20 18:23:55, 700 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნოებს. მათი ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რეგიონის მეთაურმა მერაბ ხალვაშს უნივერსიტეტის რექტორად არჩევა მიულოცა და აკადემიური საბჭოს წევრებთან უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებში ჩართულობაზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ მნიშვნელოვანია აკადემიური სექტორის ჩართულობაც და მათი ხედვების გათვალისწინებაც. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა აკადემიურ საბჭოს. უნივერსიტეტის რექტორმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შესთავაზა საჯარო ლექციების წაკითხვა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და მისი მრავალწლიანი წარმატებული დიპლომატიური გამოცდილების სტუდენტებისთვის გაზიარება. ზურაბ პატარაძემ მზადყოფნა გამოთქვა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ყველა მიმართულებით თანამშრომლობაზე. ,,ეს არის გაცნობითი ხასიათის პირველი შეხვედრა. თქვენთან ერთად ჩვენ მივაღწევთ ძალიან დიდ შედეგებს. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არის ყველაზე უფრო ეფექტური და შედეგიანი. არაერთი თაობა აღზრდა ამ უნივერსიტეტმა. მადლობა მინდა გადავუხადო აქ მოღვაწე პროფესორ-ლექტორებს და მასწავლებლებს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი საქმიანობა. ჩვენ მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის. მინდა თქვენი გამოცდილება, თქვენი აზრი მოვისმინო ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ბევრი ფაქიზი, ძალიან სენსიტიური თემაა, რომლებსაც სიღრმისეულად შესწავლა უნდა. ამიტომ თქვენი აზრი და ხედვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია"- აღნიშნა საბჭოს წევრებთან საუბრისას ზურაბ პატარაძემ.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)