|
2016-07-19 13:17:48, 675 ნახვა
საზოგადოება
რამდენად პოლიტიზებულია და მზადაა მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებისთვის - „პოზიცია“ კვლევას აქვეყნებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“, მიმდინარე წლის 5-15 ივლისს, 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, სულ გამოიკითხა 3 000-მდე ადამიანი, მათ შორის გამოკითხულთა 64 პროცენტი მამრობითი სქესია, 36 პროცენტი კი - მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. რესპონდენტების შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდა. ორგანიზაციამ რესპონდენტთა ნაწილი ქუჩაში გამოკითხა, ნაწილი კი - ტელეფონისა და ვებ-გვერდის საშუალებით. „პოზიციამ“ გამოკითხულ ადამიანებს სამი კითხვა დაუსვა. კერძოდ კი ეს კითხვებია: აპირებთ თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წასვლას? როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრებისეული მდგომარეობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ? ორგანიზაციის ინფორმაციით, პირველ კითხვაზე, გამოკითხულთაგან 78 პროცენტი აცხადებს, რომ პოლიტიკა აინტერესებს, 15 პროცენტს არ აინტერესებს, 7 პროცენტი კი პასუხისგან თავს იკავებს. რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წამსვლელთა რაოდენობას, რესპოდენტთა 58 პროცენტი აცხადებს, რომ არჩევნებზე წასვლას აპირებს, 17 პროცენტი არ აპირებს, 25 პროცენტმა კი არ იცის წავა თუ არა. მესამე კითხვაზე კი „როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრებისეული მდგომარეობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ?“ - გამოკითხულთა 43 პროცენტი ამბობს, რომ დადებითად, 18 პროცენტი - უარყოფითად, 27 პროცენტისთვის - არ შეცვლილა, 12 პროცენტმა კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. "არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ კვლევით დასტურდება, რომ საზოგადოების მხრიდან პოლიტიკისადმი დაინტერესება მაღალია. პოლიტიკისადმი დაინტერესებას მდედრობითი სქესისგან განსხვავებით, მამრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად გამოხატავენ. ჩვენი კვლევით ასევე, დგინდება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნებზე წასვლას აპირებს. რაც შეეხება შეიცვალა თუ არა საზოგადოების ცხოვრებისეული მდგომარეობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსახლეობაში ცვლილებები დადებითისკენ უფრო მეტია ვიდრე უარყოფითისკენ",-ნათქვამია ორგნიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ 2014 წლის 4 დეკემბერს დაარსდა. ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია, გაიზარდოს ადამიანის უფლებების ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში.
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)