19:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 16:12:53, 630 ნახვა

პოლიტიკა
ლიუბლიანაში საქართველო - სლოვენიის მთავრობებს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს პრზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო - სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, საქართველო - სლოვენიის მთავრობებს შორის ორი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობე.ს

მათი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს, რომელიც  საქართველოსა და სლოვენიის მთავრობებს შორის ეკონომიურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთათვის  ვიზების გამარტივებას ეხება.

როგორც ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ აღინიშნა,  ორ ქვეყანას შორის შეთანხმებების ხელმოწერა მოწმობს, რომ  ქვეყანებს შორის ორმხრივი თამნამშრომლობისკენ  მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics