|
2016-07-16 13:06:17, 706 ნახვა
საზოგადოება
ქართველი მგზავრების თურქეთიდან გადმოსაყვანად ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ რეისი დანიშნა
ავიაკომპანია "ატლას გლობალმა" სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისი დანიშნა, რომლითაც ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ განუცხადა. „მე ვესაუბრე რამოდენიმე საქართველოს მოქალაქეს. ისინი არიან უსაფრთხოდ და ელოდებიან თბილისკენ გამოფრენას. რაც შეეხება ზოგად ვითარებას, ამ დროისთვის, ჩემი მონაცემებით, ვითარება თურქეთში სტაბილური ხდება. სტამბული და ანკარა ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ამბოხის შედეგად დაიღუპა 60 და დაშავდა 100-მდე ადამიანი. ამ დრომდე, თურქეთის ზოგიერთ ქალაქში სროლის ხმა კვლავ ისმის. ამბოხის მცდელობის გამო, ათათურქის აეროპორტი დახურული იყო, რის გამოც ფრენები ყველა მიმართულებით გადაიდო. არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო ფრენები დღის ბოლომდე აღდგება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)