|
2016-07-16 04:42:47, 642 ნახვა
საზოგადოება
მარგველაშვილი: ვართ დაცული და რაიმე საგანგებო ზომების მიღებას არ ვაპირებთ
მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა და ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროები საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტმა, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიტუაციის განმუხტვამდე თურქეთში გადაადგილებისგან თავი ეიკავონ. "ჩვენ გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ, ვუცხადევთ მხარდაჭერას პრეზიდენტ ერდოღანს. დარწმუნებული ვარ, რომ დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული და ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა დაუბდუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა და ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ვურჩევ სიტუაციის განმუხტვამდე თავი შეიკავონ თურქეთში გადაადგილებისგან. ჩვენ ამ კონკრეტულ ვითარებაში ვართ დაცული და რაიმე საგანგებო ზომების მიღებას ამ ვითარებასთან დაკავშირებით არ ვაპირებთ", – განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი თურქეთში განვითარებული მოვლენები იყო. სხდომას პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, შს მინსტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და გენ შტაბის უფროსი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)