|
2016-07-15 11:54:50, 664 ნახვა
საზოგადოება
ევროკომისიის წარმომადგენელი ბათუმელ ფერმერებს ტექნიკას გადასცემს
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე, კატარინა მატერნოვა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირის მიერ აჭარაში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეცნობა. ENPARD აღიარებულია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინიციატივად სოფლის მეურნეობის სფეროში. პროგრამის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებისთვის ევროკავშირის დახმარება 2013 წლიდან დღემდე 250 მილიონ ლარზე მეტია. აჭარაში ENPARD ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ვიზიტი და მცირე ფერმერებთან გასაუბრება შესაძლებლობას მისცემს გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს თავად გაეცნოს ფერმერთა წარმატებულ კოოპერატივებს და მათ როლს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. 10:00 საათზე კატარინა მატერნოვა ეწვევა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „საწური", ქ. ბათუმში, სადაც იგი კოოპერატივის ხელმძღვანელობას შეხვდება და მათ ღვინის მარანში კოოპერატივის საქმიანობის შესახებ მოკლე პრეზენტაციას მოისმენს. 11:00 საათზე შედგება მატერნოვას ვიზიტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში „ნატურგიფტი". დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კოოპერატივის წევრებს შეხვდება და მათ საქმიანობას გაეცნობა. ვიზიტისას, ქნ. მატერნოვა კოოპერატივს 60,000 ლარის ღირებულების თაფლის წარმოების დანადგარებს გადასცემს. დამატებითი ინფორმაცია ENPARD-ის კოოპერატივების „საწური" და „ნატურგიფტი" შესახებ იხილეთ დანართში. ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: www.enpard.ge.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)