12:06 - 08 May, 2026
|
2016-07-15 10:58:25, 678 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „შემზარავი ტერაქტი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ათეულობით დაღუპული და ასეულობით დაშავებული უდანაშაულო მოქალაქე - ეს არის ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის, თავდასხმა ცივილიზებულ სამყაროზე და თითოეულ ჩვენგანზე. გასულ ღამეს ტერორისტებმა საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული მსოფლიო ტრაგედიად აქციეს და ამისთვის ისინი სასტიკად უნდა დაისაჯონ! ტერორიზმი მსოფლიოს უდიდეს საფრთხედ იქცა, რომელსაც ერთიანი ძალებით, ხისტად და შეუწყნარებლად უნდა ვებრძოლოთ. სამძიმარს ვუცხადებ ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის მთავრობას! ამ მძიმე წუთებში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)