|
2016-07-15 02:29:49, 792 ნახვა
საზოგადოება
საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე +33783318689
საქართველოს საელჩო საფრანგეთში ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოში ამოქმედდა ცხელი ხაზი +33 7 83 31 86 89. "საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! დღეს, 14 ივლისს, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, შეგახსენებთ საელჩოში მოქმედი ცხელი ხაზის ნომერს +33 7 83 31 86 89. შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ნიცაში, საფრანგეთში ხალხმრავალ ადგილას სატვირთო ავტომობილი შევარდა. შემთხვევას 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი. როგორც ცნობილი ხდება, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც მოულოდნელად ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. ამ წუთისთვის მომხდარიდან გამომდინარე ქალაქში პანიკაა. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას მოქალაქეები სირბილით ტოვებენ. ფრანგული ტელევიზიები შემთხვევას ტერორისტულ აქტს უწოდებენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)