18:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 16:38:28, 742 ნახვა

პოლიტიკა
ვასაძე: პატარაძის რწმუნებულებად დანიშვნა და პარალელურად მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენა, არათავსებადია

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა 15 დღის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა მისი რწმუნებულად დანიშვნის შესახებ მხოლოდ დღეს, პრეზიდენტთან კონსულტაციის დროს შეიტყო.

როგორც ვასაძემ „ექსპრენიუსს“ განუცხადა, ზურაბ პატარიძის რწმუნებულებად დანიშვნა და პარალელურად მისი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენა, არათავსებადია.

 „ზურაბ პატარაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე 15 დღის განმავლობაში განიხილებოდა. რაც შეეხება პატარაძის რწმუნებლად დანიშვნას, ჩვენ ეს ნამდვილად არ ვიცოდით, დღეს, პრეზიდენტთან კონსულტაციის დროს გავიგეთ. მე ვფიქრობ, იმ ვითარებაში, როდესაც ხაბაძე თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე იყო გადამდგარი და კანონით მას შეეძლო ახალი მთავრობის ფორმირებამდე უფლებამოსილების განხორციელება, პატარაძის ერთი დღით დანიშვნა რწმუნებულებად და პარალელურად მისი წარდგენა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, არათავსებადია. მე, რადგან ოპოზიციაში ვარ,  პატარაძის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ, მაგრამ თუ ჩვენი ინტერესები გადაიკვეთება, ჩვენ პატარაძესთან ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე აჭარაში რწმუნებულად დანიშნა. ამასთან, მან პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ მას საბჭო მხარს დაუჭერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics